პუტინი: ყირიმში რუსულ მექა უნდა შეიქმნას

ყირიმის ოკუპირებულ რეგიონში მყოფი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ისტორიულ ქალაქ ხერსონში ყოფნის დროს, ამ ქალაქისაგან რუსული მექას შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ხერსონი ნამდვილი კულტუროლოგიური ტურიზმის ცენტრი შეიძლება გახდეს…
,,ერთ-ერთი ასეთი ცენტრია ხერსონი. ჩვენ მოვიფიქრებთ, თუ რორგორ გამოვყოთ კულტუროლოგიური თემა. აქ შეიძლება რუსული, რუსეთის მექა შეიქმნას, ამ სიტყვის ცნობილი მნიშვნელობით და იმის გათვალისწინებით, რომ აქ, კნიაზ ვლადიმირის ნათლობის შემდგომ რუსეთის ცენტრალიზებული სახელმწიფოს გაძლიერება დაიწყო,, განაცხადა პუტინმა, რითაც იმის ხაზგასმას შეეცადა, რომ ყირიმი ისტორიულად რუსეთის ტერიტორია იყო.

banner
წინა სტატიაშიდედამიწას უდიდესი ასტეროიდი უახლოვდება
შემდეგი სტატიაისნის ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია