რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას, რუსული წყალქვეშა ნავიდან სირიაში ისლამისტების პოზიციებზე გაშვებული ,,კალიბრის,, ტიპის რაკეტებზე ისაუბრა…
,,ამჯერადაც, ,,კალიბრმა,, აჩვენა თავისი ეფექტურობა დიდი მანძილზე სამიზნის განადგურებაში… ეს თანამედროვე, მაღალეფექტური და მაღალი სიზუსტის რაკეტებია, რომელთაც არამხოლოდ ჩვეულებრივი საბრძოლო ქობინების, არამედ სპეციალურის… ანუ ბირთვულის გადატანაც შეუძლიათ. რა თქმა უნდა ტერორისტებთან საბრძოლველად ბირთვული იარაღი არ დაგვჭირდება და იმედი მაქვს საერთოდ არ დაგვჭირდება ბირთვული იარაღი,, განაცხადა პუტინმა.
www.timer.ge