პუტინი: ერთი წლის მანძილზე 400 უცხოელი ჯაშუში გამოავლინეს

პუტინი ამერიკული დაზვერვის სამსახურების ობიექტში

2015 წელს რუსეთმა უცხოური სადაზვერვო სააგენტოების დაახლოებით 400-მდე აგენტი გამოავლინა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის უშიშროების ფედერალური სამსახურის სხდომაზე.
პუტინმა უწყება ასევე გააფრთხილა, რომ არჩევნებისთვის უცხოური აგენტები ისევ გააქტიურდებიან: “უცხოური სპეცსამსახურები რუსეთში აძლიერებენ საკუთარ აქტივობებს და გასულმა წელმა ეს პროგნოზი დაადასტურა” – განაცხადა პუტინმა.
“ახლა მთავარია რუსეთის ტერიტორიაზე ახლო აღმოსავლეთიდან ბოევკები არ შემოვიდნენ, ოპერატიულად გამოვავლინოთ ნებისმიერი შემთხვევა, გამოვავლინოთ ტერორიზმთან დაკავშირებული პირები” – განაცხადა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიპეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება ზაზა სოფრომაძემ გააკეთა
შემდეგი სტატიაალექსი პეტრიაშვილის ოპერაცია წარმატებით დასრულდა