პუტინი ერდოღანთან ჩადის

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ხვალ სამუშაო ვიზიტით, თურქეთს ეწვევა.
პუტინი, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში თავის თურქ კოლეგა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდება.
თურქული მედიის ცნობით, პუტინი და ერდოღანი, ანკარაში, რუსეთ-თურქეთ-ირანს შორის სირიის საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებებს განიხილავენ. შეხვედრაზე ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმის საკითხიც და ასევე, რუსეთიდან თურქეთის მიერ შესასყიდი S-400 სარაკეტო სისტემის საკითხიც განიხილება.
ორი ქვეყნის პრეზიდენტი, გაზის თურქული ნაკადის პროექტზე და აქქუიუს ბირთვული სადგურის აშენების საკითხზეც ისაუბრებენ.

banner
წინა სტატიაშიმაკრონმა ევროკავშირს სუსტი და უუნარო უწოდა
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთმა ქალებს მანქანის მართვის ნება დართო