პუტინი: ჩვენ ყველაზე დიდი ტერიტორია გვაქვს და სხვისი არ გვჭირდება

putiniრუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, იაროსლავში ,,ავტოდიზელის,, საწარმოს თანამშრომლებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ,,რუსეთის არმია არავის ემუქრება,,
,,ჩვენი არმია არავის ემუქრება. მინდა რომ ამას კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი რომ ყველამ გაიგოს,, განაცხადა პუტინმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის არმია თანამედროვე და მაღალეფექტური გახდა.
,,ჩვენი წვრთნები, რატომღაც აწუხებთ ჩვენს პარტნიორებს…როცა ისინი ატარებენ წვრთნებს, ჩვენ არ ვწუხვართ ამის შესახებ, მაგრამ ისინი უცბად ანერვიულდებიან… ასეთი ნერვიულები არიან. ვიმეორებ, რომ ჩვენ არავის ვემუქრებით და არც ვაპირებთ დავემუქროთ. რისთვის გვჭირდება? ჩვენ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორია გვაქვს ეს ყველამ იცის… სხვისი არ გვჭირდება. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დავიცვათ და ჩვენი ხალხი გვყავდეს საიმედოდ დაცული,, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში(video) სააკაშვილმა გონჩარენკოს ეთერში ნაბიჭვარი უწოდა…
შემდეგი სტატიაბრიტანეთი ევროკავშირში დაბრუნებას აპირებს