პუტინი აპირებს განაგრძოს ცხინვალის დახმარება

რუსეთი მომავალშიც განაგრძობს სამხრეთ ოსეთისთვის ყოვლისმომცველ დახმარებას და თანადგომას – ნათქვამია დეპეშაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს ლეონიდ თიბილოვს გაუგზავნა „რესპუბლიკის დღესთან“ დაკავშირებით. ოკუპირებული ცხინავალის რეგიონში ამ დღეს „ტრადიციულად“ 20 სექტემბერს აღნიშნავენ. “თქვენი ქვეყანა მიზანდასახულად მიიწევს წინ სახელმწიფოებრიობის შენების გზაზე. რუსეთი სამხრეთ ოსეთს ყველა სფეროში დაეხმარება…“რესპუბლიკის დღე“ არის დღესასწაული, რომელიც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სიმამაცეს და მშვიდობიანი ცხოვრების უფლებისათვის ბრძოლას განასახიერებს“ -წერს პუტინი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილმა კასპში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში რეპრესირებულთა მუზეუმი გახსნა
შემდეგი სტატიასაქართველოსა და ლიტვის მარეგულირებელ ორგანოებსა და ორივე ქვეყნის მობილურ ოპერატორებს შორის მემორანდუმი გაფორმდა