პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა ივლისში აღდგება

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, პუშკინის ქუჩაზე სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს და თუ ასე გაგრძელდება, ქუჩა ორმხრივად, ივლისის თვეში გაიხსნება.

“პუშკინის ქუჩაზე გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ივლისის თვეში დასრულდება სამშენებლო სამუშაოები.

გაიხსნება ორმხრივი მოძრაობა.

“ჯერჯერობით, დადგენილი გრაფიკიდან გადახვევა და ჩამორჩენა არ გვაქვს. პირიქით, უკეთესი ტემპებით მივდივართ, ასე რომ, თუ ასე გავაგრძელებთ, ზაფხულში აუცილებალდ გაიხსნება გზა”, – განაცხადა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, 150-მეტრის სიგრძის ესტაკადა თბილისის ისტორიულ ცენტრში არსებული საცობების განმუხტვის მიზნით, პუშკინის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით 2014 წლიდან შენდება.

მის ქვეშ დედაქალაქის ისტორიული გალავნის ფრაგმენტები დარჩება, რომელიც თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დროს აღმოაჩინეს.

მე-8-9 საუკუნის ისტორიულ კოშკებთან და თბილისის გალავანთან ფეხით გასეირნებას კვლავაც შეძლებენ ტურისტები და დედაქალაქის მცხოვრებლები. სოლოლაკის ესტაკადის ღირებულება 2 მილიონი ლარია.

banner
წინა სტატიაში“ბურთი რუსეთის მხარეს იყო და უკვე მივიღეთ პასუხი, რომ მათაც მიიღეს პრინციპული გადაწყვეტილება”
შემდეგი სტატიასაგარეო უწყების ხელმძღვანელი სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდა