ფუფუნება უნდა ჩაბარდეს წარსულს, ხალხს უნდა დავუმტკიცოთ, რომ რეალურად გვინდა ლარის გამყარება

gociridze

ქვეყანაში უნდა დაიწყოს რადიკალური დებიუროკრატიზაცია – აცხადებს “ენმ”-ს წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან საუბარში. ბიუჯეტზე გაკეთებული კომენტარისას გოცირიძემ აღნიშნა, რომ არ არის საჭირო, მინისტრს ჰყავდეს 5 და 7 მოადგილე თავისი შავი ჯიპებით, ისევე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები სარგებლობდნენ ათასნაირი შეღავათით, სპეცმომსახურებით და ა.შ- „არ არის აუცილებელი, პარლამენტში ზვიად ძიძიგური მოდიოდეს შავი ჯიპით. ამის გარეშეც ძალიან კარგად შევძლებთ ჩვენ კანონების მიღებას. ფუფუნება უნდა ჩაბარდეს წარსულს. ხალხს უნდა დავუმტკიცოთ, რომ რეალურად გვინდა ლარის გამყარება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია : ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მხოლოდ ,,ოცნების” ინტერესებს იყო მორგებული
შემდეგი სტატიათურქეთში 100-ზე მეტი პედაგოგის დაპატიმრების ორდერი გაიცა