“პულკოვოს” აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა-რუსული ლაინერის კიდევ ერთი ინციდენტი

სავარაუდოდ მალაიზიური ბოინგის ნაწილების კვალს მიაგნეს

სანკტ-პეტერბურგში, „პულკოვოს“ აეროპორტში რუსული ავიაკომპანია “კოგალიმავიას” ლაინერიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი კი შასის ღერძის დაზიანება გახდა. თვითმფრინავი სანკტ-პეტერბური – შარმ-ელ შეიხის რეისისს ასრულებდა.

„პულკოვოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ინციდენტი აფრენის წინ მოხდა. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრის ევაკუაცია უვნებლად განხორციელდა. მისივე თქმით, მგზავრები აეროპორტის კომპლექსში არიან მოთავსებულები, ინციდენტთან დაკავშირებით კი გამოძიება დაწყებულია.

შეგახსენებთ, რუსული ავიაკომპანია “კოგალიმავიას” ლაინერი Airbus А-321 ეგვიპტის ტერიტორიაზე, სინაის ნახევარკუნძულზე 31 ოქტომბერს ჩამოვარდა. ლაინერი შარმ ელ-შეიხი-სანკტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა. ავიაკატასტორისას ბორტზე 224 ადამიანი – 217 მგზავრი, მათ შორის 17 ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

 

banner
წინა სტატიაშიქუთაისის შემოსავლელი-სამტრედიის გზა 5 დღით დაიკეტება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: 21-ე საუკუნეში ჩვენ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება უნდა შევათავსოთ და შევახამოთ ერთმანეთთან