„ფული ქაჯებზე ვერ ნაწილდება!“ – გიგა ლორთქიფანიძის ქალიშვილის სკანდალური განცხადება

„ფული ქაჯებზე ვერ ნაწილდება!“ - გიგა ლორთქიფანიძის ქალიშვილის სკანდალური განცხადება

lortqifanidzeქართველები იმდენს იხტუნავებენ, მიშას ჩამოიყვანენ და ნაცებს მოაბრუნებენ. ღირსებიც ვიქნებით. ყურებშიც ცოცხებს რომ გაურჭობენ, მერე მიხვდებიან, ბოლო წლებში ნირვანაში რომ უცხოვრიათ. ამოვიდა ყელში ეს ამდენი გამყიდველი, დიდი პატრიოტის მანტიას ამოფარებულნი, თავის ჭკუით რომ გვაბოლებენ,“ – ეს სტატუსი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, რეჟისორ გიგა ლორთქფანიძის ქალიშვლმა, მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ 4 ივნისს დაწერა, რასაც „ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებლის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

მან ნანა ლორთქიფანიძეს „გამყიდველი“ და „კოლბის ბინადარის ფულზე გაყიდული“ უწოდა, რასაც ნანა ლორთქიფანიძე კომენტარით გამოეხმაურა.

თავის კომენტარში დიდი რეჟისორის ქალიშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ფული ქაჯებზე არ ნაწილდება.

წითელო ინტელიგენცია უკვე კომპლიმენტია ნაცმოძის სიწითლის მერე. ბედუკაძე არც ხაინდრავას ასისტენტია და არც ჩემი მეგობარი. თქვენ საერთოდ ვიხარ, მელი ფერის ინტელიგენცია, ვოლზე რიმ მიხტებით. რაც შეეხება ფულს, რომელსაც მე ვიღებ, გულზე სკდებით, ალბათ, თქვენც გინდათ, მაგრმ ვერ მოგართვით. ქაჯებზე ვერ ნაწილდება!“ – წერს ნანა ლორთქიფანიძე.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქართულ საზოგადეობასა და პოლიტიკაში საუბარს „ქაჯებზე“ იწყებენ: რამდენიმე წლის წინ, ალბათ, გახსოვთ, საგარეო საქმეთა მინისტრობიდან გადამდგარმა სალომე ზურაბიშვლმა განაცხადა, ქაჯები მიდიან, კი არ მოდიანო, თუმცა ლორთქიფანიძის განცხადება ზურაბიშვილის განცხადებისგან რადიკალურად განსხვავდება.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხელოვნების, კულტურის, მეცნიერებისა თუ სხვა სფეროს ის წარმომადგენლები, რომლებიც ე. წ. ივანშვილის პენსიას არ იღებენ, გამოდის, რომ დიდი რეჟისორის ქალიშვილის რწმენით, „ქაჯები“ არიან!

თავის დროზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ივანიშვილის პენსიას“ ბუბა კიკაბიძეც იღებდა, რომელიც „ოცნების“ მხრდამჭერი არ არის, მაგრამ ნანა ლორთქიფანიძის „ფეისბუქკომეტარიდან“ ჩანს, რომ შეიძლება, „ნაცი“ იყო, მაგრამ თუ „ივანიშვილის პენსიას“ იღებ, „ქაჯი“ არ იქნები, მაგრამ თუ „ნაცი“ არ ხარ, მხარს „ოცნებას“ უჭერ და „ივანიშვილის პენსიას“ არ იღებ, უეჭველი „ქაჯი“ ხარ!

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, ვიზალიბერალიზაციას აუცილებლად მივიღებთ
შემდეგი სტატიადღეს “დისნეი ლენდში” დაკარგული ბავშვის გამო 4 ალიგატორი მოკლეს