ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტები საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ

ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში ფარმაცევტები საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაცევტულ ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არსებული ფულადი ჯარიმის მიუხედავად გარკვეული აფთიაქები მაინც განაგრძობენ უკანონოდ წამლის გაცემას, ამიტომ ახალი რეგულაციების დაწესების აუცილებლობა გაჩნდა, რაც საკანონმდებლო ცვლილებას არ საჭიროებს.

“არსებული კანონი მოითხოვს, ფსიქოტროპული მედიკამენტები გაიცეს მხოლოდ სპეციალისტი ფარმაცევტის მიერ. რიგ შემთხვევაში, ეს დაცული არ არის და გარდა ჯარიმებისა და ადმინისტრაციული სახდელისა, ზემოქმედების სხვა მექანიზმი არ არის. ამ ცვლილებით ფარმაცევტებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა და ისინი ვეღარ შეძლებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას, თუ ისინი დაარღვევენ კანონს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ახალ რეგულაციას ჯანდაცვის მინისტრი მთავრობას დასამტკიცებლად 3 აგვისტოს წარუდგენს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძემ სომეხ კოლეგას, ედუარდ ნალბანდიანს უმასპინძლა
შემდეგი სტატიაკასპის მაჟორიტარი კანდიდატი ,,თავისუფალი დემოკრატებიდან” ამომრჩეველს ცხენზე მჯდომი შეხვდა