ფსიქოტროპული აფთიაქების მონიტორინგის შედეგად, 13 ფარმაცევტის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა

ექსკლუზივი რა გეგმა აქვს გურჯაანის სასამართლოს თავმჯდომარეს „თეთრი სიკვდილის“ წინააღმდეგ!

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ფსიქოტროპულ აფთიაქებში ჩატარებული მონიტორინგის პირველი შედეგები გამოაქვეყნა. მედიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის დავით მაჭარაშვილის განცხადებით საქართველოს მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 30 დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა. მისი თქმით, მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის 13 ფაქტი, აღურიცხავი ფსიქოტროპული მედიკამენტების არსებობის 5 ფაქტი, მეორე ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის 11 ფაქტი და აფთიაქის მხრიდან უნებრათვო საქმიანობის განხორციელების – 1 ფაქტი. ამავე პერიოდში, 17-მა ავტორიზებულმა აფთიაქმა ფუნქციონირება შეაჩერა.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე 24 საათიანი მონიტორინგი ხორციელდება და რეგულირების სააგენტოს სპეციალისტები კონტროლის ღონისძიებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ახორციელებენ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიის ეკოლოგიის სამსახური პროკურატურას მიმართავს – სავარაუდოდ, მოჭრილია საღი ხეები
შემდეგი სტატიაცხინვალმა ახალგორში სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანაზე შესაძლოა, გადასახადი დააწესოს