ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ამ დროისათვის ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო შტაბის მიერ ბორჯომის ხეობასა და სხვა რეგიონებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შეინიშნება დაკვამლიანების რამდენიმე კერა, რომლებიც შემოსაზღვრულია თხრილებით, რაც ცეცხლის გავრცელების საფრთხეს ანეიტრალებს.

მათივე ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები ცეცხლს მთელი ღამის მანძილზე, რთულ რელიეფურ პირობებში ებრძოდნენ.

„ანდაქის ხეობაში ხანძარი 22 აგვისტოს თავდაპირველად სოფელ ბახაოში, მეცხვარის სახლს მოედო და შემდგომ საძოვრებზე და ფოთლოვანი ტყის ნაწილზე გავრცელდა. ხანძრის ლოკალიზაცია 12 საათში მოხერხდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან და დუშეთის რაიონის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ამ დრომდე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე და ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდე ტერიტორიას არ დატოვებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისამხედროები გორთან კვერნაქის ქედზე ბალახზე გაჩენილ ცეცხლს აქრობენ
შემდეგი სტატიასაგანგებო შტაბი განცხადებას ავრცელებს