ფრთხილად– ბავაშვები ქუჩაში გამოვიდნენ!!!

წალენჯიხაში ბავშვებმა პროტესტის ნიშნად ქუჩა გადაკეტეს

წალენჯიხაში ბავშვებმა პროტესტის ნიშნად ქუჩა გადაკეტესდღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრებმა ბავშვებმა გზა გადაკეტეს. ისინი ქუჩის დასაწყისსა და ბოლოში ე.წ. “მწოლიარე პოლიციელების” გაკეთებას და სპეციალური საგზაო ნიშნის დამაგრებას მოითხოვენ, რომელიც მძღოლებს ქუჩაზე, სადაც საბავშვო ბაღი მდებარეობს, დაბალი სიჩქარით მოძრაობას აიძულებს.
თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრები ბავშვები და მათი მშობლები იმედოვნებენ, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა ყურად იღებს მათ თხოვნას საგზაო უსაფრთხოების გაზრდასთან დაკავშირებით და მალე მოაგვარებს აღნიშნულ პრობლემას.ამ საკითხთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საზღვრები “სამხრეთ ოსეთის პრეროგატივაა და არა რუსეთის”
შემდეგი სტატიაციპრასი საბერძნეთის პარლამენტის დარწმუნებას ცდილობს