პროვოკაციული განცხადება-ჯანელიძე ლუჟკოვის განცხადებაზე

მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩამოშორებით საქართველო თავს უკეთ იგრძნობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება. მიხეილ ჯანელიძე იური ლუჟკოვის განცხადებებს პროვოკაციულს უწოდებს. თუმცა მინისტრი მოსკოვის ყოფილი მერის საქართველოში ვიზიტთან და ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევასთან დაკავშირებით კომენტარი არ აკეთებს.

„ამ განცხადებას ვერანაირ სხვა შეფასებას ვერ მივცემ თუ არა პროვოკაციულ განცხადებას. შესაბამისი რეაგირების შესახებ უკვე გაკეთდა განცხადებები საქართველოში,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშისერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ერთმანეთს 10 მაისს ვაშინგტოში შეხვდებიან
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ჯონ მაკკეინს შეხვდა