(ვიდეო)”პროვოკაციაზე იყო მოსული, მიხტებოდა მანქანაში, რად მინდოდა, კარგი ქალი რომ ყოფილიყო, იმასაც არ ჩავსვამდი”

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი, თამაზ მეჭიაური სასტუმრო ”რედისონთან” მომხდარ ინციდეტს განმარტავს, სადაც მან ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დეპუტატის თქმით ის მეგობარს ელოდებოდა და სწორედ ამ დროს მასთან პროვოკაციის მიზნით მივიდა ბიჭი, რომელსაც ხელში ტელეფონი ეჭირა.

“მოვიდა ვიღაც ბიჭი, ხელში უჭირავს მობილური და პასუხებს მთხოვს რაღაცაზე. მე ვუთხარი, რომ ტელეფონზე ვსაუბრობდი და დამლოდებოდა. გამიჭირა საქმე, თითქმის მანქანაში შემომიხტა და მეკითხებდოა ლგბტ-ების შესახებ. მე ვუთხარი, რომ ლგბტ-ების უფლებები დაცულია, მათი უფლება არ ირღვევა და ანტიდისკრიმინაციული კანონით არინ დაცული. ვინც თხუპნის საპატრიარქოს კედლებს და შეურაცხყოფას აყენებს მართლმადიდებლობას, ისინი არიან პიდარასტები-თქო ვუთხარი. მერე პატრულს ვთხოვე წაიყვანეთ, მომაშორეთ ეს ვიღაც ლგბტ-ეა თუ ვიღაც-თქო. ისე კი გავდა მათ რაღაცით. პროვოკაციაზე იყო მოსული, მიხტებოდა მანქანაში, რად მინდოდა, კარგი ქალი რომ ყოფილიყო, იმასაც არ ჩავსვამდი და ის ვის რაში სჭირდებოდა. მობილური ვისაც უკავია, ყველა ჟურნალისტია? თუ ჟურნალისტია მაშინ მაჩვენოს საბუთი. რაც შეხება ჩემს განცხადებას, ეს უფრო მნიშვნელოვანია თუ ის, რომ საპატრიარქოს კედლებზე შეურაცხმყოფელ წარწერებს აკეთებ? საპატრიარქოს შეურაცხყოფაა გამოხატვის თავისუფლება და ერთი ადგილის თამაშია შეურაცხყოფა? ”- განაცხადა მეჭიაურმა.

https://youtu.be/DKC6hAp0ytU

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ალექსის ციპრასს შეხვდა
შემდეგი სტატიაგიორგი ალიბეგაშვილი: არ შეიძლება პროვოკაცია, ეს არის საკრებულო