პროტესტის მე-9 დღე – ჭიათურაში მოშიმშილეებმა პირი ამოიკერეს

ჭიათურაში პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს.

პეტრე ოვანოვი, ლევან მასხარაშვილი და ბექა ჭუმბურიძე ჭიათურის პოლიციის უფროსის ლაშა ჩხიტუნიძის და მისი მოადგილის მიშა გიგაურის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. მათი განცხადებით, მათი ცხრა მეგობარი პოლიციამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დააკავა. რვა ადმინისტრაციული წესით გაასამართლა და გამოუშვა, ერთს მათგანს – თემურ გოშაძეს კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
მოშიმშილეები მეგობრის გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ პოლიცია ახალგაზრდებს თანამშრომლობას თხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭერით ემუქრებოდა.
ჭიათურაში, პოლიციის შენობასთან სამი ახალგაზრდა მამაკაცი ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით მეცხრე დღეა ოთხი ადამიანი შიმშილობს. ერთი მათგანი ქუთაისის ციხეში, რომელიც 26 მაისს დააკავეს.

წყარო:kutaisipost

banner
წინა სტატიაშიდღეს გახდება ცნობილი, როდის დაიბარებენ ირაკლი შოთაძესა და მირზა სუბელიანს საგამოძიებო კომისიაში
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე : გაერო-ს რეზოლუცია უმნიშვნელოვანესია დევნილების უფლებების საერთაშორისოდ აღიარებისთვის