პროტესტი კიოლნში: ასობით ქალი მერკელისგან რადიკალურ ზომებს მოითხოვს

ასობით ადამიანი გამოვიდა კიოლნის ქუჩებში. ისინი სექსუალურ თავდასხმებს და ძარცვას აპროტესტებენ.
პროტესტის მონაწილეები უმეტესად ქალები არიან. ისინი გერმანიის კანცლერისგან კანონის შესაბამისად მკაცრი ზომების მიღებას ითხოვენ დამნაშავეების მიმართ.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კიოლნში მომხდარი შემთხვევის სასწრაფო გამოძიებისკენ მოუწოდა გერმანიის შესაბამის უწყებებს, რომ მათ, როგორც “სამართლიანმა სახელმწიფომ” იმოქმედონ, დამნაშავეები გამოავლინონ და კანონის სრული სიმკაცრით დაისჯონ იმის მიუხედავად, თუ ვინ არიან ისინი.

საქმე ეხება 31 დეკემბრიდან პირველი იანვრის საახალწლო ღამეს, როცა “არაბული ან ჩრდილოაფრიკული” წარმომავლობის დაახლოებით 1000 მამაკაცი ჯგუფებად დაიყო და ქალებზე თავდასხმას ანხორციელებდნენ დაყაჩაღებისა და სექსუალური ძალადობის მიზნით.

პოლიციაში უკვე დაახლოებით 90 საჩივარია შესული.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიანიკა მელია: არავითარ შემთხვევაში ნარმანიამ არ უნდა გასცეს სამშენებლო ნებართვა