პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემისთვის ორი პირი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ორი პირი დააკავა და ერთი პასუხისგებაში მისცა.

სამართალდამცველებმა 1953 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ომერ ი. და 1949 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე უსუფ თ. დააკავეს, ხოლო 1973 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ლეილა კ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ბათუმში, დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროებისა და დისკოკლუბების ფართებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებისა და დისკოკლუბების მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიაჟინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო მანქანების რიგი დგას