პროპაგანდისტული რუსული პორტალი, ქართველებს ვიზებს სთავაზობს

რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ინტერნეტ პორტალი geomigrant.com-ი, რომელიც საქართველოში გასავრცელებელი რუსული პროპაგანდის ნაწილია, თავისი საიტის მეშვეობით საქართველოს მოქალქებს რუსეთის ვიზების მიღებაში დახმარებას სთავაზობს… საიტის ინფორმაციით, რუსეთის 15 დღიანი საქმიანი ვიზების მიღება, საქართველოს მოქალაქეებს, მოწვევის საფუძველზე შეეძლებათ აიღონ და მათ ეს მომსახურება, 1400 დან 1800 რუბლამდე (250-დან – 315 დოლარამდე) დაუჯდებათ. მოწვევის მისაღებად საიტი თავის გვერდზე ანკეტის შევსებას, ქართული პასპორტის ასლის გადაღებას და თანხის გადარიცხვას ითხოვს. ინტერნეტპორტალის ინფორმაციით, ვიზებს მისი შუამავლობით, საქართველოს მოქალაქეებს, რუსეთის ფედერალური ემიგრაციული სამსახურის საემიგრაციო სამმართველო გასცემს (ФМС управление по вопросам миграции России). როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლება უკვე ორი კურდღლის დაჭერას ერთდროულად გეგმავს საქართველოზე მომუშავე ამ პროპაგანდისტული ინტერნეტრესურსით… ამ აქციით რუსეთი ამ საიტს, მკითხველის მოზიდვაშიც ეხმარება და მის დაფინანსებასაც, რუსეთში წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე აპირებს.

banner
წინა სტატიაშიტერორისტთა ქართველი მეთაური, სირიაში თურქეთის ჯარს ეხმარება
შემდეგი სტატიაქარელის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა 1.250 მეტრის სიგრძის ღობე გაავლეს