პროკურორის შეფასებით, პაატა ბურჭულაძემ კითხვების ნაწილზე დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხები ვერ გასცა

პროკურორის შეფასებით, პაატა ბურჭულაძემ კითხვების ნაწილზე დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხები ვერ გასცა. როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა განუმარტა, ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა ამომწურავი პასუხები თბილისში, მაღალი კლასის სასტუმროში განთავსებისა და მეუღლესთან ერთად მოგზაურობის ხარჯებზე ვერ გასცა.

„დაკითხვის ფარგლებში გამოძიებამ ამ ეტაპზე ყველა საინტერესო კითხვა დასვა. სამწუხაროდ, გამოძიების ინტერესი შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვინაიდან, კითხვების ნაწილზე დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხები ვერ მივიღეთ. შემიძლია დაგისახელოთ რამდენიმე ნაწილი, რომელზეც ვფიქრობ, რომ გაცემულ პასუხებს დამაჯერებლობა აკლდა – მაგალითად, პაატა ბურჭულაძე თბილისში ყოფნის დროს ქირაობდა მაღალი კლასის სასტუმროებს, სადაც განთავსდებოდა ხოლმე ღამისთევისთვის, ასევე ფონდის თანხებითაა ანაზღაურებული პაატა ბურჭულაძისა და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯები, რაზეც, ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე ამომწურავად პასუხები გაცემული არ ყოფილა. საბოლოო ჯამში შემიძლია გითხრათ, რომ დაკითხვამ, საკმაოდ კორექტულად და საქმიან ვითარებაში ჩაიარა“, – განაცხადა მაია ჯვარშეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივარკეთილში დაჭრილ ახალგაზრდას კლინიკა “ოპტიმალ მედიში” ოპერაცია ჩაუტარდა
შემდეგი სტატიაიაშვილის კლინიკაში ორი დაჭრილი არასრულწლოვანი მიიყვანეს