პროკურორი: ბარნოვზე, მკვლელობის ადგილას, ბენზინის მსგავსი სითხეც არის ნაპოვნი

პროკურატურა ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ დანაშაული განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩადენილი და საბოლოოდ ყველაზე მკაცრს სასჯელს მოითხოვს.

პროკურორის განმარტებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სითხე, რომელსაც ახლა ექსპერტიზა უტარდება და დადგინდება იყო თუ არა ის ბენზინი.

„პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს, რომ სასამართლო დაარწმუნოს ამ პირის ბრალეულობაში და უმკაცრესი ზომები იყოს გამოყენებული. მას წარდგენილი აქვს მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებით სისასტიკით, ბავშვების თვალწინ მოკლა“, – იოსებ ხუციშვილი.

მკვლელობა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული 14 აპრილს დააკავა. დაკავებულს 15 აპრილს ბრალი დაუმძიმდა.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: ვეფხია ბაქრაძე დანაშაულს აღიარებს
შემდეგი სტატიაშეღავათიანი სამგზავრო ბარათების გამოყენებაზე კონტროლი მკაცრდება – ჯარიმა და დაბლოკვა