პროკურორ ვახტანგ ქირიას ოჯახის წევრები საქმეში ბიძინა კუჭავას გამოჩენამ დააბნია

პროკურორ ვახტანგ ქირიას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ საქმეში ბიძინა კუჭავას გამოჩენამ ოჯახი დააბნია. ისინი საქმეზე სრული ჭეშმარიტების დადგენას ითხოვენ და საგამოძიებო უწყებების მხრიდან მკვლელობის მოტივის დასახელებას ელიან.

„სრულ გაურკვევლობაში ვართ. შეიძლება ეს იყოს მორიგირ სკანდალური ამბავი მედიისთვის და საზოგადოების ნაწილისთვის, თუმცა ჩვენთვის, ოჯახისთვის ეს დიდი ტრაგედიაა. მეტს ვერაფერს გეტყვით, არაფერი არ ვიცი“, – აცხადებს ქირიას რძალი რუსუდან პაჭკორია.
ამასთან მას არ აქვს ინფორმაცია და ფაქტიურად გამორიცხავს, რომ ქირიას და ბიძნა კუჭავას რაიმე საერთო ბიზნესი ჰქონოდათ.

banner
წინა სტატიაშივეტერანები ირაკლი შიხიაშვილის გადადგომას ითხოვენ
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: მოწმეთა დაკითხვის წესის ძალაში შესვლა რამდენჯერმე იქნა გადატანილი, ჩვენ ამ წესს ვეღარ გადავავადებთ