პროკურატურის გადაწვტილებით დაზარალებულ ცოლ-ქმარს უკანონოდ ჩამორთმეული გორის საცურაო კომპლექსი დაუბრუნდათ

პროკურატურის გადაწვტილებით დაზარალებულ ცოლ-ქმარს უკანონოდ ჩამორთმეული გორის საცურაო კომპლექსი დაუბრუნდათ. ქონების უკანონოდ ჩამერთმევის ფაქტზე გორის პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი იყო მხილებული, თუმცა გამოძიებასთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად პასუხისმგებლობა მოეხსნა.

საუბარია გორში მდებარე საცურაო აუზის კომპლექსზე, რომელიც 1600 კვადრატულ მეტრამდე მიწის ფართობს და მასე განთავსებულ 1400 კვადრატულ მეტრამდე შენობას მოიცავს. დაზარალებულ ცოლ ქმარს აღნიშნული ფართი 2008 წელს იძულებით დაათმობინეს. საქმესთან დაკავშირებით სამართალწარმოება კვლავ მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში15 მაისამდე ბარათაშვილის ხიდის ქვეშ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
შემდეგი სტატიაპარტიის რიგით მეოთხე ყრილობაზე დასასწრებად მოსაწვევები პირველ რიგში პარლამენტში დაიგზავნა