პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე სასწრაფო გამოიძახეს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 14, 2017 12:35

პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე სასწრაფო გამოიძახეს

პროკურატურასთან, “ბავშვთა სამყაროს’ დაზარალებულების საპროტესტო აქციაზე პოლიციამ კარავი აიღო. ამის გამო აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა გამოიძახეს. მანამდე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მთავარ პროკურატურასთან “ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულთა აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პროკურატურისგან რეაგირებას, გამოძიების დროულად დასრულებას და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ. მათ პროკურატურასთან კარავი გაშალეს.

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული „ბავშვთა სამყარო“ 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს. მოგვიანებით, დაზარალებულები მერიის მიერ შეთავაზებულ, 3000-ლარიან კომპენსაციას დათანხმდნენ.

“ბავშვთა სამყაროს” დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი 27 ივლისს დააკავეს. 28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ ”ბავშვთა სამყაროს” დირექტორს, 50-ათასლარიანი გირაო და ამავე სამსახურის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 14, 2017 12:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics