პროკურატურაში ჟურნალისტ ლაშა ბერულავას დაკითხვა დასრულდა

პროკურატურაში ჟურნალისტ ლაშა ბერულავას დაკითხვა დასრულდა. როგორც დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ბერულავამ განუცხადა, გამოძიებას წარუდგინა დღეს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული “სქრინშოტი” და ფოტოები.

“ძირითადი ინფორმაცია, რაც ჩემგან მიიღო გამოძიებამ, ეს იყო ჩემს მიერ შენახული ფოტოები, ე.წ. სქრინშოტები, რომელიც გადავიღე იქამდე, სანამ წავშლიდი ვიდეოს ბმულს. ეს მქონდა შენახული ლეპტოპში. ჩემი თანდასწრებით და ჩემი თანხმობით, ლეპტოპი დაათვალიერეს, გადაიტანეს სურათები, რომელიც მათ, სავარაუდოდ, დაეხმარებათ იმ პირის იდენტიფიცირებაში, ვინც ეს ჩაიდინა. დაკითხვისას აღმოვაჩინეთ, რომ ის სახელი და გვარი, რომლითაც ვიდეო აიტვირთა, არის დაბლოკილი, როგორც “ფეისბუქზე”, ისე “იუთუბზე” და ვიდეო შესაბამისად აღარ იხსნება”, – განაცხადა ბერულავამ.

დღეს, “ფეისბუქზე” ლაშა ბერულავას გვერდზე პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ვიდეო ერთ-ერთი პოსტის კომენტარად გაჩნდა.

ბერულავა აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით პროკურატურაში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.

banner
წინა სტატიაში„ამ კადრების გამავრცელებელს მიზნად აქვს დასახული ქვეყანაში სიტუაციის არევა”
შემდეგი სტატიაქორწინების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში ინიცირებულია