პროკურატურაში იმ პირთა გამოკითხვა უკვე დასრულდა, ვინც დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები სოციალური ქსელის მეშვეობით მიიღეს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში იმ პირთა გამოკითხვა უკვე დასრულდა, ვინც დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები სოციალური ქსელის მეშვეობით მიიღეს. საგამოძიებო უწყებაში ჟურნალისტების რაულ ქირიას, მაკა რაზმაძის, ირაკლი ყურაშვილს და მსახიობ ბესო ზანგურის გამოკითხვა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც გამოკითხვის შემდეგ მათ განაცხადეს, გამომძიებლებს მიაწოდეს დეტალური ინფომრაცია, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მიღებასთან დაკავშირებით.

მაკა რაზმაძის განცხადებით, მან გამომძიებლებს გადასცა ვიდეომასალის ე.წ. სქრინშოთები, სადაც ფიქსირდებოდა ის მომხმარებელი, რომლისგანაც ვიდეომასალა მიიღო. ჟურნალისტი ამბობს, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გაუგზავნეს, როგორც ფეისბუქის პირად მიმოწერაში, ასევე ვიდეომასალა დაიდო სოციალური ქსელის კედელზეც.

ჟურნალისტების განცხადებით, გამომძიებლებმა შეისწავლეს და დაათვალიერეს მათი ფეისბუქ გვერდებიც, თუმცა მათივე თქმი, ამ დროისთვის მომხმარებელი, რომელმაც ვიდეომასალა გაავრცელა აღარ იძებნება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დღეს დილიდან გავრცელდა. რამდენიმე ჟურნალისტს ყალბი პროფილით Facebook-ში ვიდეოს ინტერნეტბმულები მიაწოდეს. ვიდეოზე წვდომა ინტერნეტში უკვე შეზღუდულია.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“ ახალ სოციალოგიურ კვლევას იწყებს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – პარტიის ახალ სახეებთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია