პროკურატურამ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულება გადააგზავნა

საპროკურორო საბჭოს წევრის, ნათია სონღულაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო მტკიცებულება პროკურატურამ უკრაინაში უკვე გადააგზავნა და ახლა შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების გატარებას ელოდებიან.
„ბრალდების მხარემ საკმარისად მიიჩნია მტკიცებულებები, რომელიც მიგვაჩნია, რომ მის მიმართ საექსტრადიციო გადაწყვეტილების დადებითად მიღების საფუძველი გახდება. ვართ მოლოდინის რეჟიმში“, – ამბობს სონღულაშვილი “ქრონიკასთან” საუბარში.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლო მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელს განიხილავს
შემდეგი სტატიასააკაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს