პროკურატურამ დეკანოზ მამალაძის კიდევ ორი ადვოკატი დაიბარა

თბილისის პროკურატურაში დეკანოზ გიორგი მამალაძის კიდევ ორი ადვოკატია დაბარებული. 14:00 საათზე საგამოძიებო უწყებაში პაატა მეხრიშვილი და სულხან კომახიძე უნდა გამოცხადდნენ.

წინა კვირას დაკითხვაზე იმყოფებოდნენ დეკანოზის სხვა ადვოკატები. გიორგი ფანცულაიამ, მიხეილ რამიშვილმა და მია ზოიძემ პროკურატურას ჩვენება არ მისცეს და დაკითხვა მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვეს. სავარაუდოდ ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ მეხრიშვილი და კომახიძეც.

banner
წინა სტატიაში„როგორც ჩანს , რაღაც საგანგებო შეხვედრაა“ – მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი სინოდის სხდომაზე
შემდეგი სტატიამამია ალასანიასა და გურამ გაბესკირიას ცხედრები იდენტიფიცირებული და გადმოსვენებულია – სუბარი