”პროკურატურა ირაკლი მამალაძეს, ნანა კაკაბაძესა და ედიშერ ქარჩავას გასაჭირში იყენებს”

მკვლელობის მომზადებისთვის დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატის თქმით, როდესაც პროკურატურას ”ციანისის საქმესთან” დაკავშირებით პრობლემები ექმნება, ის ამ დროს ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს, უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს და საპატრიარქოს იურისტ ედიშერ ქარჩავას იყენებს. ეს პირები სწორედ მაშინ იწყებენ განცხადებების კეთებას, როდესაც ”პროკურატურას უჭირს”:
„მე ნამდვილად შევდივარ იმ მდგომარეობაში, რომელშიც ირაკლი მამალაძე არის და როგორ იყენებს მას პროკურატურა, სწორედ მაშინ გამოხტება ირაკლი მამალაძე, გამოხტება ასევე რამდენიმე პირი, რომლებიც უფრო აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ და პირდაპირ როგორ იღებენ ისინი დირექტივებს,“ – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

დაცვის მხარის განცხადებით, მათ კარგად იციან, თუ ვინ ვის იცნობს და ვის რა როლი აქვს ე.წ. ციანიდის საქმეში.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას “იყიდე ამერიკული, დაიქირავე ამერიკელი”
შემდეგი სტატია500$ შორენა თეთრუაშვილმა მამა გიორგის გველის შხამის შესაძენად მისცა