“პროკურატურა გეგმავს განაჩენის სააპელაციო დონეზე გასაჩივრებას. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ დადგება სამართლიანი განაჩენი”

იმედი მინდა გამოვთქვა, რომ საბოლოო ჯამში, მართლმსაჯულების სისტემაში დადგება სამართლიანი განაჩენი ამ მნიშვნელოვან საქმეზე – განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

“განაჩენი დადგა ძალიან აქტუალურ და მგრძნობიარე საქმეზე. საქმე არასრულწლოვანი ბავშვების მკვლელობას ეხება. მოვისმინეთ განაჩენი, ასევე მოვისმინეთ პროკურატურის პოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ სასამართლომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ გაიზიარა. შესაბამისად, პროკურატურა გეგმავს განაჩენის სააპელაციო დონეზე გასაჩივრებას. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ საბოლოო ჯამში, მართლმსაჯულების სისტემაში დადგება სამართლიანი განაჩენი ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც მძიმე დანაშაულს – არასრულწლოვანი ბავშვების მკვლელობას ეხება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“ზაზა სარალიძე პროკურატურას ადანაშაულებდა, რომ იგი ხელს აფარებს მკვლელებს, სასამართლომ ეს დაადასტურა“
შემდეგი სტატიამოკლული დადუნაშვილის დედა – ახლა მარტო ის ვიცი, რომ ზაზა სარალიძის გვერდით უნდა ვიდგე