“პროკურატურა ცდილობს, როგორმე გამოაძვრინოს ბესელია და კობახიძე ამ საქმიდან”

news
: news თებერვალი 2, 2016 10:38

“პროკურატურა ცდილობს, როგორმე გამოაძვრინოს ბესელია და კობახიძე ამ საქმიდან”

მნიშვნელოვანი

  • „მივდივარ, რომ მოვუყვე რეალურად რა იყო, როგორ იყო, რატომ არის აუცილებელი, რომ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია და რატომ არ ვენდობი მე პროკურატურას, სადაც ცხრაკლიტულში, პირდაპირ გაჩაღებულია მუშაობა ამ საქმის ჩასაფარცხად და ცდილობს პროკურატურა როგორმე გამოაძვრინოს ბესელია და კობახიძე ამ საქმიდან. ვეცდები, რომ ეს საკითხი დადგეს პარლამენტის დღის წესრიგში,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სხვა სტატიები

“პროკურატურა ცდილობს, როგორმე გამოაძვრინოს ბესელია და კობახიძე ამ საქმიდან” – ალეკო ელისაშვილი
დღეს, 10:03 158

პარლამენტის ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების სხდომაზე დღეს ალეკო ელისაშვილს მოუსმენენ, რის შემდეგაც ფრაქცია მიიღებს გადაწყვეტილებას დააყენებს თუ არა პარლამენტში ინიციატივას, შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

„ჩვენ უბრალოდ გვაინტერესებს, არის თუ არა ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი, რომ შესაძლებელია საპარლამენტო ფრაქციამ დააყენოს ბიუროს და კოლეგების წინაშე, დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი,“ – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

საქმე ეხება ალეკო ელისაშვილის შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდს.

საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ მასზე მაღალი თანამდებობის პირები ზეწოლას ახდენდნენ და უმრავლესობის წარმომადგენლებს კორუფციაში ადანაშაულებს.

„მივდივარ, რომ მოვუყვე რეალურად რა იყო, როგორ იყო, რატომ არის აუცილებელი, რომ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია და რატომ არ ვენდობი მე პროკურატურას, სადაც ცხრაკლიტულში, პირდაპირ გაჩაღებულია მუშაობა ამ საქმის ჩასაფარცხად და ცდილობს პროკურატურა როგორმე გამოაძვრინოს ბესელია და კობახიძე ამ საქმიდან. ვეცდები, რომ ეს საკითხი დადგეს პარლამენტის დღის წესრიგში,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

news
: news თებერვალი 2, 2016 10:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics