პროკურატურა ბექა ბერიანის მკვლელობასა და ბიანკა შიგუროვას მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს განმარტავს

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ძალადობაში, განზრახ მკვლელობაშიდა ცეცხლის წაკიდებით ჩადენილ სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაში ლევან კოჭლაშვილი დამნაშავედ სცნო.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე ლევან კოჭლაშვილმა ტრანსგენდერბიანკაშიგუროვას მიმართ, მისსავე საცხოვრებელ სახლში განახორციელა ფიზიკური ძალადობა და სხეულის დაზიანებები მიაყენა.

„იმავე დღეს, ლევან კოჭლაშვილს დაახლოებით 22:30 საათზე, ქ.თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ ტრანსგენდერ საბი ბერიანთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდა, რა დროსაც განზრახ მოკვლის მიზნითლევან კოჭლაშვილმადანით საბიბერიანსსხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობამიაყენა, შემდეგ კი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ხანძარიგააჩინა და შემთხვევის ადგილიდანმიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად საბი ბერიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ლევან კოჭლაშვილი 12 ნოემბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 125-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენით, ლევან კოჭლაშვილისაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა და დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიდა სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განაჩენი პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა, რის შემდეგაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საკასაციო საჩივრის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გააუქმა და ლევან კოჭლაშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო.

ბრალდებულს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად ათი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის პოლიციამ სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ფოტო გაავრცელა
შემდეგი სტატია„ერთი შეხედვით უსაფრთხო გასართობი ბევრ ოჯახს თავის ტკივილად ექცა“ – საახალწლო პიროტექნიკით 54 ადამიანი დაშავდა