“პროკრედიტ ბანკის” ფილიალი სავარაუდოდ სათამაშო იარაღის გამოყენებით დააყაჩაღეს

prokreditiთბილისში, პეკინის #25-ში “პროკრედიტ ბანკის” ფილიალი სავარაუდოდ სათამაშო იარაღის გამოყენებით დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, ბანკიდან თანხაა წაღებული, თუმცა მისი ოდენობა ჯერ უცნობია.
როგორც “კურიერთან” საუბრისას ბანკის მარკეტინგის განყოფილების უფროსი ნატო ბოჭორიშვილი აცხადებს, ყაჩაღობის შედეგად არავინ დაშავებულა.
“შევიდნენ იარაღით, რომელიც, როგორც ვიცი, ნამდვილი არ იყო. თანხა წაღებულია სამივე ვალუტაში”, – აღნიშნავს ნატო ბოჭორიშვილი.
თვითმხილველების ინფორმაციით კი, ბანკში სამი ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა.
სამართალდამცველები ამ დრომდე ატარებენ საგამოძიებო ღონისძიებებს. ამოღებულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო კამერები.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისაპროტესტო გამოსვლები საბერძნეთში ისევ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა
შემდეგი სტატიასაიდან აქვს ისლამურ სახელმწიფოს ფული