პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში მიკრომეწარმეები საშემოსავლოს აღარ გადაიხდიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მინისტრებმა მთავრობის სხდომასზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, პროგრამის “აწარმოე საქართველიოში” ფარგლებში ის მიკრომეწარმეები, რომლებიც 5 ათას ლარიან თანადაფინანსების გრანტებს მიიღებენ, საშემოსავლოს აღარ გადაიხდიან.

“პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, ჩვენ გვაქვს მიკრო და მცირე ბიზნესის მიმართულება. ეს არის 5 ათას ლარიანი თანადაფინანსების გრანტები. ამ კუთხით ცვლილება შეგვაქვს, გავიტანეთ კანონპროექტის დრაფტი, წარვუდგენთ პარლამენტს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული სახსრები ჩაითვლება, როგორც გრანტები და შესაბამისად, მათზე საშემოსავლო გადასახდელი აღარ ექნებათ მიკრომეწარმეებს. ამ დროის მდგომარეობით 1300-ზე მეტი ბენეფიციარი უკვე გამოვლენილია, 500 ბენეფიციართან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მათ შორის 100-ზე მეტზე თანხა ჩარიცხულია, ხოლო ამჟამად ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი 636 ბენეფიციართან მიმდინარეობს. ჯამში ეს 6.5 მილიონი ლარია, რა ბიუჯეტიც ჩვენ ამაზე გვქონდა გამოყოფილი”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლების მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება, თუ საკუთარ შიშებს გადააყოლებენ საქართველოს ევროპულ მომავალს“
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა