პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო გაიხსნება

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო გაიხსნება.

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ერთი ხორცპროდუქტების საწარმო თბილისში, ხოლო მეორე -საკონდიტრო ნაწარმის გამოშვების საწარმო ქობულეთში ამოქმედდება.

„პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დღეს გამოგვაქვს ორი ახალი საწარმოს შექმნა, ერთი გახლავთ ხორცპროდუქტების საწარმო – თბილისში შეიქმნება და დაასაქმებს 190 ადამიანს და 3 755 202 ლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული, ხოლო მეორე გახლავთ მაკარონის, პურ-ცომეულის და საკონდიტრო ნაწარმის გამოშვების საწარმო – ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, სადაც 160 ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული და 320 ათასი ლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული ამ საწარმოს აშენებისათვის. ასევე დამატებით ორი ახალი საწარმოს მშენებლობაზე, ქონების გადაცემაზე გამოგვაქვს გადაწყვეტილება, ეს უკვე „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში. ეს იქნება მიწის ნაკვეთის გადაცემა ორი კომპანიისთვის. კახეთის გზატკეცილზე ორი წლის ვადაში ამოქმედდება ყავის გადამამუშავებელი საწარმო, რისთვისაც კომპანია 11 277 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 30 ადამიანი დასაქმდება ამ საწარმოში და ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში ჩაიას გადამამუშავებელი საწარმო, 25 წლიანი იჯარით გადაეცემა მეწარმეს 57 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა საქართველოში ჩაის მრეწველობის აღორძინების”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთაში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის პენსიასა და სოციალურ პაკეტზე დანამატის დანიშვნა მნიშვნელოვნად გამარტივდება
შემდეგი სტატიათურქეთში 44 კომპანიის 120 ხელმძღვანელის დაკავების ორდერი გასცეს