პრინცი ჯორჯი ჩვეულებრივ საბავშვო ბაღში ივლის

პრინცი ჯორჯი ჩვეულებრივ საბავშვო ბაღში ივლის

პრინცი ჯორჯი ჩვეულებრივ საბავშვო ბაღში ივლისკემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ბავშვებთან, პრინც ჯორჯთან და პრინცესა შარლოტასთან ერთად ახალი ფოტო გამოაქვეყნეს, რომელიც მათი რეზიდენციის ბაღშია გადაღებული.
მათ ასევე მედიას აცნობეს, რომ პრინცი იანვრიდან საბავშვო ბაღში, რომელიც მონტესორის სისტემით არის ორგანიზებული, სიარულს დაიწყებს.
ფოტოსთან ერთად, პრინცმა ჩარლზმა, რომელიც დედოფალ ელიზავეტა მეორეს უფროსი შვილიშვილია, და მისმა მეუღლე კეტრინმა განცხადება გააკეთეს, სადაც ისინი მადლობას უხდიან ყველას მათი პირადი ცხოვრების პატივისცემისა და მხარდაჭერისთვის.

აგვისტოში კენინგტონის სასახლემ განაცხადა, რომ 2 წლის პრინცი ჯორჯი პაპარაცების მხრიდან ზეწოლას განიცდის.

პრინცი ჯორჯი ბრიტანული სამეფო ოჯახის ისტორიაში პირველია, ვინც ასეთ ადრეულ ასაკში ივლის ჩვეულებრივ საბავშვო ბაღში. მისმა მშობლებმა არა ერთხელ განაცხადეს, რომ ყველაფერს იზამენ იმისათვის, რომ მათ შვილებს ჩვეულებრივი და ნორმალური ცხოვრება ჰქონდეთ.
საბავშვო ბაღის დირექტორმა უკვე განაცხადა, რომ დიდი სიხარულით ელოდებიან პრინცს.

banner
წინა სტატიაშიReuters: რუსეთი გარდამავალი პერიოდის შემდეგ ასადის გადადგომაზე თანახმაა
შემდეგი სტატიააშშ-ს უპრეცედენტო გადაწყვეტილებები რუსული ეკონომიკის დასანგრევად….