პრინცი ჰარი – არავინ ელოდა, რომ ქართველთა გუნდი,  ოქროს მედალს მოიპოვებდა

პრინცი ჰარი: პირად და საზოგადო ცხოვრებას შორის ზღვარი უკვე არ არსებობს

არავინ ელოდა, რომ ქართველების გუნდი, რომელსაც სამი წლის წინ მჯდომარე ფრენბურთში თამაშის გამოცდილებაც კი არ ჰქონდა, ოქროს მედალს მოიპოვებდა, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრინცმა ჰარიმ ტორონტოში, საბრძოლო მოქმედებისას დაჭრილი სამხედროების სპორტული თამაშების, Invictus Games-ის საზეიმოდ დახურვის ცერემონიაზე განაცხადა.

Invictus-ის თამაშების დამაარსებელმა, პრინცმა ჰარიმ ისაუბრა სპორტის როლზე დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის პროცესში. მან მოუწოდა თამაშების მონაწილეებს, თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ ყოფილ თანამებრძოლებს, ჩართონ ისინი თამაშებში, იმუშაონ საზოგადოებასთან, რათა დაეხმარონ სხვა დაჭრილ სამხედროებს.

„თავადაც ვერ წარმოვიდგენდი იმ მასშტაბს, რისი მოწმენიც თამაშებზე გავხდით. გაგაფრთხილეთ, მზად ყოფილიყავით კონკურენციისთვის, თუმცა არავინ ელოდა, რომ ქართველების გუნდი, რომელსაც სამი წლის წინ მჯდომარე ფრენბურთში თამაშის გამოცდილებაც კი არ ჰქონდა, ოქროს მედალს მოიპოვებდა“, – აღნიშნა პრინცმა ჰარიმ.

ცერემონიაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ კანადის პრემიერ-მინისტრის მეუღლე სოფი ტრუდო, თამაშების აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ბერნსი და კანადის ონტარიოს პროვინციის პრემიერი კეთლინ ვინი.

თამაშების დახურვის ცერემონიას დაესწრო კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე. მან ღონისძიების ორგანიზატორებს და უშუალოდ პრინც ჰარის მადლობა გადაუხადა საქართველოს გუნდისადმი გამოხატული მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.

კონსტანტინე ქავთარაძემ ტორონტოში ასევე ქართველი ძიუდოისტის, კობა ჩიმჩიურის მიერ დაარსებული ბავშვთა ჭიდაობის ცენტრი მოინახულა. აღნიშნულ ცენტრში კანადაში მცხოვრები ქართველი ბავშვები ვარჯიშობენ, რომლებიც ტრადიციულ ქართულ ჭიდაობას სწავლობენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა კანადის კრივის ნაკრების მწვრთნელი, წარმოშობით უკრაინელი ბორის გიტმანი. შეხვედრაზე განიხილეს ტორონტოში ერთობლივი ახალგაზრდული კანადურ-ქართულ-უკრაინული კრივის ჩატარების შესაძლებლობა.

წყარო: www.1tv.ge

banner
წინა სტატიაში,,თუ პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში ინიცირებულ საკითხებს მიუთითებს, მმართველი გუნდი მის ვეტოს არ დაძლევს”
შემდეგი სტატიამარიამ ვალიშვილმა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა