ფრიდონ თოდუა გარდაიცვალა

მძიმე ავადმყოფობის შედეგად 73 წლის ასაკში ცნობილი ექიმი, აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა გარდაიცვალა.

ფრიდონ თოდუა იყო ევროპის, ამერიკისა და რიგი საერთაშორისო რადიოლოგიური და ქირურგიული ასოციაციების წევრი, ასევე, საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პროფესორთა საბჭოს, ჯანმრთელობის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს, სამედიცინო ეთიკის და სხვა მრავალი საბჭოსა და კომისიის წევრი იყო. დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენითა და მედლით. იყო საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრი

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე – ვისურვებ, რომ თბილისს ჰყავდეს ისეთი მერი, რომელიც კიდევ უფრო უკეთესს გახდის დედაქალაქს
შემდეგი სტატიაკომისიის თავმჯდომარე რომელიც ,,ოცნების,, კლიპში მღერის