,,პრეზიდენტმა ვაშინგტონში ვიზიტის დროს ნადია სავჩენკოს გათავისუფლებას მხარი ღიად დაუჭირა”

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, როდესაც ვაშინგტონში ვიმყოფებოდით, ნადია სავჩენკოს გათავისუფლებას ღიად დაუჭირა მხარი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა.

როგორც იმერლიშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო მხარდაჭერით შესაძლებელია ძალიან ბევრი რამის მიღწევა.

“საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ჩვენ ვაშინგტონში ვიმყოფებოდით, ღიად დაუჭირა მხარი ნადია სავჩენკოს გათავისუფლებას და შესაბამისად, მხოლოდ მხარდაჭერა როგორც საქართველოსი, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის, ვფიქრობ, რომ მიზანს მიაღწევს”, – განაცხადა იმერლიშვილმა.

უკრაინელ მფრინავს ნადეჟდა სავჩენკოს ბრალად რუსი ჟურნალისტების მკვლელობა ედება, რომლებიც უკრაინის ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. თავად სავჩენკო ყველა ბრალდებას უარყოფს. ნადეჟდა სავჩენკომ 3 მარტს მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრმა სამხედროებს ბინები საკუთრებაში გადასცა
შემდეგი სტატია,,პრეზიდენტი მხარს უჭერს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას და კვოტირების სისტემის დანერგვას”