პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების დაცვა ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ყველა პოლიტიკოსის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. „მედიის თავისუფლების ნაწილში თქვენ არა მხოლოდ არჩეული პრეზიდენტის იმედი უნდა გქონდეთ, არამედ ყველა პოლიტიკოსის იმედი უნდა გქონდეთ და სხვათა შორის აქტიურად უნდა მუშაობდეთ ამ იმედის მოსაპოვებლად,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ის. „თუ თქვენ განცდა გაქვთ, რომ თქვენი უფლებები ილახება, გარწმუნებთ, რომ ქართული სასამართლო მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით იქნება სამართლიანი,“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართელებად თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა წარადგინა. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით კანდიდატურები პროფესიონალიზმის ნიშნით შეარჩია. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეს ორი მოსამართლე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებაში.

“იქნებიან ადამიანები, რომლებიც სწორედაც საქართველოს სახელით, გამოიტანენ განაჩენებს. არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არა რომელიმე ჯგუფის, არა რომელიმე პოლიტიკოსის, არამედ საქართველოს სახელით შეძლებენ, რომ გამოიტანონ განაჩენი და უკეთესი მართლმსაჯულება მისცენ ქვეყანას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოები თამაზ მეჭიაურისა და დავით ლორთქიფანიძის განცხადებებით დაინტერესებას ითხოვენ
შემდეგი სტატია(video) პრემიერი თუ გამათავისუფლებს წავალ