პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლა ზურაბ ჟვანიას ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო

parlamentis_საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის მოხსენების დაწყებამდე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, დღეს, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 11 წელი შესრულდა.

ქვეყნის პირველმა პირმა, პარლამენტში მყოფ დეპუტატებსა და სტუმრებს, ზურაბ ჟვანიას ხსოვნისათვის წუთიერი დუმილით პატივის მიგება სთხოვა.

“სანამ დავიწყებდე ჩვენს მოხსენებას, რომელიც საუბრობს ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების პერსპექტივების თაობაზე, მინდა გავიხსენო ადამიანი, რომელიც იყო ჩემი მეგობარი, თქვენი ბევრის თანამებრძოლი და რაც მთავარია, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი. 11 წლის წინ, დღევანდელ დღეს, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი მეგობარი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია. მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი თანამებრძოლის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: 2015 წელი რთული იყო, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით