პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში

პრეზიდენტ მარგველაშვილს უდიდეს პატივს ვცემ. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში-ეს განცხადება, ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ გააკეთა.

აშშ-ს ელჩი ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებს გამოეხმაურა. იან კელის განცხადებით, შეერთებული შტატები საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს ყურადღებით აკვირდება. მისივე თქმით, ცვლილებების პროექტზე მუშაობის პროცესი უნდა ეფუძნებოდეს კონსესუსს და თავს უყრიდეს ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობას.

„ყურადღებით და დიდი ინტერესით ვაკვირდებით საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს. თავიდანვე ჩვენი რეაქცია იყო ის, რომ ეს არის პროცესი, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს კონსესუსს და თავს უყრიდეს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მთავრობას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორის ფართო სპექტრს, რომ საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ დისკუსიაში. ეს პროცესი გრძელდება და მოუთმენლად ველით, როგორ დასრულდება,“- განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიყაჩაღობაში ბრალდებულის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა