პრეზიდენტმა ხატია დეკანოიძეს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნა

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს ხატია დეკანოიძეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხატია დეკანოიძისთვის, რომელიც უკრაინის მოქალაქეც არის, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება პროცედურების სრული დაცვით მოხდა.

დეკანოიძემ ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნით თავდაპირველად იუსტიციის სამინისტროს მიმართა, საბოლოო გადაწყვეტილება კი, პრეზიდენტმა 12 აპრილს მიიღო.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი: „ესენი არიან გამოუსწორებელი თაღლითები, ბიუჯეტის ქურდები და წურბელები!“
შემდეგი სტატია“დოკუმენტი რომელიც ვენეციის კომისიაში გაიგზავნება, იქნება არა კონსტიტუცია, არამედ ოცნების წესდება”- კუკავა