პრეზიდენტმა ხანძრისგან დაზიანებული ვარძიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წელის ხანძრისგან დაზიანებული ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძარი დაათვალიერა, სადაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ხანძრისგან დაზიანებული კედლის მოხატულობის კვლევა და გაწმენდა განხორციელდა.
საქართველოს პრეზიდენტს ვარძიაში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ უმასპინძლეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით კედლის ფრესკები გაიწმენდა ჭვარტლისაგან, განხორციელდა ფერწერული ფენის ხანძრის შემდეგ პირველადი გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოების ფარგლებში კედლის მხატვრობის გაწმენდილი ადგილების მონიტორინგი და შეფასება; შემუშავდა სარკმელების, განათებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის საინსტალაციოდ აუცილებელი რეკომენდაციები.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4751 ლარი გახდა
შემდეგი სტატიახვალ დავით უსუფაშვილი პოლიტიკური გეგმების პრეზენტაციას მართავს