“პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს” – გიორგი გოცირიძე

gociridzeსაკონსტიტუციო სასამართლოს კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ კანონი იმ ფორმით, რა ფორმითაც მმართველმა გუნდმა მიიღო ძალაში არ უნდა შევიდეს. მათი თქმით, ეს დაადასტურა ვენეციის კომისიამაც, რომელმაც ყველა ის კრიტიკული შენიშვნა გაიზიარა, რომლებიც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ.

“კანონის ის რედაქცია, რომელიც ბოლოს იქნა მიღებული, იმსახურებს ძალიან სერიოზულ რეაგირებას და ეს კიდევ ერთხელ გაამყარა ვენეციის კომისიამ, რომელმაც გაიზიარა ყველა ის შენიშვნა რომელიც ჰქონდათ ადგილობრივ ორგანიზაციებს კანონპროექტთან დაკავშირებით“ – განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა სოფო ვერძეულმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტის გიორგი გოცირიძის თქმით, პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს.

“იმისთვის, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს პლენუმის მიერ, საჭიროა 6 წევრმა დაუჭიროს სარჩელის დაკმაყოფილებას მხარი. ვფიქრობთ საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დაადოს ვეტო ამ კანონპროექტს და მოტივირებული შენიშვნებით უნდა დაუბრუნოს პარლამენტს,“ – აღნიშნა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში(video) “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართავს
შემდეგი სტატიაორი უკრაინელი პატიმარი რუსეთში პუტინს შეწყალებას სთხოვს