პრეზიდენტმა იტალიის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

გიორგი მარგველაშვილმა იტალიელ ხალხს და იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს ქართველი ხალხის სახელით მიუსამძიმრა.

“ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა იტალიაში მომხდარი კატასტროფული მიწისძვრის შესახებ.
ამ ძნელბედობის ჟამს, როდესაც ასობით უდანაშაულო სიცოცხლე და ოჯახო შეეწირა სასტიკ სტიქიას, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გიცხადებთ თანადგომას და ვგლოვობ იტალიელ ხალხთან, მთელ მსოფლიოსთან და თქვენს მეგობრებთან ერთად”, – აღნიშნულია ჩანაწერში.

იტალიაში, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, 250 ადამიანი დაიღუპა, 370 კი, სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოშია მოთავსებული.

იტალიაში, ადგილობრივი დროით 03:36 საათზე, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 24აგვისტოს მოხდა.

banner
წინა სტატიაშიეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია იგეგმება – დავით ნარმანია
შემდეგი სტატია,,ჰიმნის თითოეული ნოტი, რომელიც თქვენ გააჟღერეთ, იყო ათიათასობით ჩვენი მოქალაქის აღტაცებული გულისცემა”