პრეზიდენტმა ისაუბრა საზოგადოების პრობლემებზე და ხელისუფლებას არ აქვს მზაობა მისი გადაწყვეტის – ხოშტარია

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ. დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი თავის გამოსვლაში შეეხო ყველა იმ პრობლემას, რომელის არსებობს საზოგადოებაში. ხოშტარია ამბობს, რომ ამის საპასუხოდ, ხელისუფლების დამოკიდებულება თავად პრეზიდენტის ინსტიტუტისა და მოსახლეობის პრობლემების მიმართ არის არასერიოზული.
,,ჩვენ ვიმყოფებით პირობებში, როცა პრეზიდენტის მიმართ მთავრობის დამოკიდებულება არის არადემოკრატიული, არ არის პატივისცემა ამ ინსტიტუტის მიმართ და ის, რომ პრემიერი ესწრება განსაკუთრებული მოვლენა ქვია, რაც თავისთვად არ არის ნორმალური დამოკიდებულება.

პრეზიდენტმა ისაუბრა იმ პრობლემებზე რომელიც მართლა არსებობს, დაწყებული ადამინების გაჭრვებიდან, დევნილების სოციალური პრობლემები, ისაუბრა დემოკრატული გამოწვევებზე, მათ შორის მედიაზე, მოსმენებზე, მან გააკეთა ძირითადი აქცენტები. მთავარი არის ის, რომ ხელისუფლების მხრიდან არ არის არანაირი მზაობა, რომ ამ პრობლემებზე შედგეს დებატი. ჩვენ კი არ უნდა მოვისმინოთ და გავიაროთ, არამედ უნდა ვნახოთ გამოსავალი.

როცა ვლაპარაკობთ მედიაზე, რუსთავი 2-ზე, როცა ვლაპარაკობთ კრიმინალზე გვეუბნებიან, რომ ეს არის ოპოზიციის მოგონილი თემა. როცა ვსაუბრობთ ადამიანების გაჭირვებაზე, ამბობენ რომ ესეც მოგონილი თემაა და ქვეყანა ყვავის.

ეს გამოსვლა ჩვენს ხელისუფლება სუნდა არა იმისთის, რომ ვეძებოთ გამოსავალი, არამედ ამ გამოსვლის მიმართ, ანუ საზოგადოების პრობლემების მიმართ არის ხელისუფლების ძალიან არასერიოზული დამოკიდებულება“ – განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაში„სამწუხარო და არაობიექტური განცხადებები“ – ეკა ბესელია პრეზიდენტის გამოსვლას აფასებს
შემდეგი სტატია„პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს“ – გიორგი აბაშიშვილი