პრეზიდენტმა დეპუტატებს ქართული წარმოების წახალისების მიზნით შექმნილი დაგროვების ბარათები დაურიგა

საქართველოს პრეზიდენტმა დეპუტატებს ქართული წარმოების წახალისების მიზნით შექმნილი დაგროვების ბარათები დაურიგა.
დაგროვების ბარათი საპრეზიდენტო კამპანიის “მოითხოვე ქართული” პროექტის ფარგლებში შეიქმნა და ქართული პროდუქციის შეძენისას მასზე მომხმარებელს ბონუსქულები დაერიცხება.

„ქვეყნისათვის გადამწყვეტია ეროვნული წარმოების მეტად სტიმულირება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩემს მიერ დაწყებული კამპანია “მოითხოვე ქართული”, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ეროვნული ვალუტის გაძლიერებას.

ამ პროექტის ფარგლებაში, ეროვნული წარმოების პოპულარიზაციის პარალელურად, ჩვენ შევქმენით დაგროვების ბარათი, რომელზეც მომხმარებელს ქულებიქართული პროდუქციის შეძენისას დაერიცხება. ამ ბარათის პირველი მფლობელები დღეს თქვენ გახდებით – ასე, რომ მოგიწოდებთ “მოითხოვოთ ქართული”- განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშისამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა, მწირი პენსიები და ლარის არასტაბილურობა – პრეზიდენტი ეკონომიკურ გუნდს აკრიტიკებს
შემდეგი სტატიამადლობა სამხედროებს – პრეზიდენტის ხედვა სამხედრო და თავდაცვის რეფორმაზე