პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ არაადეკვატური და ისტერიული ტონი გამოიყენეს – ირმა ნადირაშვილი

„ევროპული საქართველო“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას, რომელმაც „ევროპული საქართველო“ და უმრავლესობა პრეზიდენტის წინააღმდეგ გარიგებაში დაადანაშაულა, არაადექვატურს უწოდებს.

ირმა ნადირაშვილის თქმით, როდესაც პრეზიდენტის მიმართ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით არგუმენტირებული კრიტიკა არსებობს, ადმინისტრაციამ კრიტიკას ისტერიული ტონით არ უნდა უპასუხოს.

„არაადეკვატური და ისტერიული ტონით პასუხი კრიტიკაზე არის „ქართული ოცნების“ სტილი, რისგანაც ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და მხარში ვედექით პრეზიდენტს. სამწუხაროა, რომ დღეს პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ზუსტად ასეთივე არაადეკვატური და ისტერიული ტონი გამოიყენეს, როდესაც ჩვენ მას სამართლიანად ვაკრიტიკებდით. ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა ადამიანმა უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, 25 წლის ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა. პასუხისმგებლობისგან გამოძრომა, როდესაც ადამიანი უკვე დაიღუპა, როდესაც წინა შემთხვევები ვიცით, მისმა გათავისუფლებულმა ნათესავებმა ხელახლა როგორ ჩაიდინეს დანაშაული, ამ შემთხვევაში არ არის ლამაზი, რომ პასუხისმგებლობისგან გამოძვრე. ეს კიდევ უფრო უთავმოყვარეო საქციელია, მაგალითად, როდესაც კონსტიტუციას ხელი მოაწერე,“- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივინ აკავშირებს ინფრასტრუქტურის მინისტრს „ბურჯის“ ბაზაზე აღმოცენებულ კომპანიებთან?!
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : უსაფრთხოების გარეშე ეკონომიკური განვითარება სწრაფი და მდგრადი ვერ იქნება